არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონზე იმსჯელეს
23.06.2017
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებზე, ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მომხსენებელმა ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს ის მუხლები გააცნო, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა სიახლეები განიხილეს და კანონის აღსრულების მექანიზმებზე იმსჯელეს.
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის ახალ რედაქციაში ძირითადი აქცენტი რანგირების სისტემაზე, პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე კეთდება. იცვლება საჯარო სამსახურში მიღების წესიც. მოქალაქეები დახურულ და ღია კონკურსს გაივლიან.
დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდამ" ადგილობრივ პარტნიორ ,,დემოკრატ მესხთა კავშირთან" ერთად განახორციელა.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესული სიახლეების გაცნობა იყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.