ახალციხეში, ასპინძაში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში, დღეს ელექტროენერგია გაითიშება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს 13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 22 271 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტში მთლიანად, 23 527 აბონენტს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, 3 803 აბონენტს ასპინძის მუნიციპალიტეტში მთლიანად.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
კომპანიამ ელექტროენერგიის გათიშვა თავდაპირველად 28 ივისისთვის დააანონსა, თუმცა დაგეგმილიმა სამუშაოებმა ერთი დღით გადაიწია.