ახალციხის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტში, "ენერგო–პრო ჯორჯიას" აბონენტებს, ხუთი საათით ელექტროენერგია გაეთიშებათ.
დენის მიწოდება შეეზღუდება 973 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აწყური, წრიოხი და ტყემლანა. დენის გათიშვა 25 ივლისს 11:00-დან 16:00 საათამდეა დაგეგმილი.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება .