SSSS
საზოგადოება
9 წელი აგვისტოს ომიდან – საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
2017 წლის 7 აგვისტოს ცხრა წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, რაც გამოიხატება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში უკანონო ინტეგრაციით, ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციითა და საოკუპაციო ხაზის გამაგრებით მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით. რეგულარულად ხდება საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო დაკავებები და გატაცებები, მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა აფხაზეთის მიმართულებით ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვამ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ გრძელდება ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შელახვა. მაშინ, როცა ასობით ათასი ადამიანი გამოდევნილია საკუთარი სახლიდან, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილ ძირძველ ქართველ მოსახლეობას თავის მიწა-წყალზე, როგორც უცხოელებს, ისე ექცევა. გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის შეზღუდვის კვალდაკვალ, მომავალი სასწავლო წლიდან ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებშიც იკრძალება მშობლიურ ენაზე სწავლება. ამ ფონზე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს მეტ იზოლაციაში მოაქციოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები და მიზანმიმართულად უშლის ხელს მათ ჰუმანიტარულ კონტაქტებს დანარჩენ საქართველოსა და მსოფლიოსთან.

რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს თავის სამშვიდობო პოლიტიკას და დიპლომატიის, მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით ესწრაფვის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველო პირნათლად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და კონსტრუქციული ჩართულობით ცდილობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგის მიღწევას. მეტიც, იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სისტემატიურად ეწევა ძალის გამოყენებას, საქართველომ არაერთხელ, მათ შორის, აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე დაადასტურა ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ. საოკუპაციო ხაზზე აღმართულ მავთულხლართებსა და ხელოვნურ ბარიერებს კი საქართველოს მთავრობა უპირისპირებს ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის ინტენსიურ პოლიტიკას.

სწორედ მსგავსი რაციონალური და მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგად, ზემოხსენებული ურთულესი გამოწვევების პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და წინსვლა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

ქართული მხარე დიდად აფასებს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მათ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად დარეგულირებას. საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის ცხრა წლის თავზე ქართული მხარე კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს" – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Twitter
Հայտնի..
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
Օրացույց
«« Հունվար  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/먹튀위크开云体育seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetbetigma girişbetnanodizipaltürk ifşa킹콩티비matadorbet스마일퀄리티cratosroyalbetholiganbethuqqabetสล็อตเว็บตรงสล็อตBetigmajojobetjojobethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereanesinecasinosahabet girişelexbetelexbethiltonbetGalabetmagic mushroomsholiganbetjustin tvroyalbet girişjojobetMMA Streamskiralık hackerpusulabetbetparkcasibomcasibomcasibommp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibom güncel girişbetsatlunabetnorabahis girişsahabetholiganbetholiganbetholiganbetholiganbet girişholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelermatbetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisiptvmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноcasibomdeneme bonusu veren sitelercasibom giriş1xbetonwiniptv testcasinolevantmatbetholiganbetjojobetret casinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot gacorTotalsportekjojobetcasibomjojobetdeneme bonusu veren yeni sitelerSahabettelegram ifşangsbahisngsbahistrslotnerobetefescasinosmartbahisngsbahiscasibomholiganbetpusulabetStreameastлучшие онлайн казинобездепозитный бонус казиноводка казиноslot onlinegiftcardmall/mygifttest-anahtar-1holiganbetholiganbet girişjojobetjojobetjojobetGiftcardmall/Mygiftjojobetjojobet girişcasibomcasibom girişextrabetdizipalgiftcardmall/mygiftBetloramarsbahisjojobetjojobet girişgiftcardmall/mygift