ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს 11:0-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 392 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ხორენია, ხოსპიო, ქ. ახალქალაქის ნაწილს, ნინოწმინდის გზატკეცილს და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 13:00 საათამდე 1120 აბონენტს ქ. ნინოწმინდის ნაწილში პუშკინის, ერევნის, გაგარინის, თბილისის და მიმდებარე ქუჩებზე, 13:00-დან 19:00 საათამდე პერიოდში ერთი საათის განმავლობაში 5419 აბონენტს ქ. ნინოწმინდის ნაწილში პუშკინის, თავისუფლების, საიათნოვას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, კატნატუ, პატარა გონდრიო, უჩმანა, დიდი არაქალი, პატარა არაქალი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.