ადიგენისა და ახალქალაქის მაცხოვრებლებს, 9 აგვისტოს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 აგვისტოს 11:0-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 625 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტაბაწყური, ბეჟანო, მოლითი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 16:00 საათამდე 642 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მლაშე, ზარზმა, დერცელი და მიმდებარე სოფლებში.
11:30-დან 18:30 საათამდე 274 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოკამი, ხავეთი, ერინჯა და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 16:00 საათამდე 715 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბავრა, ხოსპიო, ნინოწმინდის გზატკეცილი, აეროპორტის ავტოგზა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.