ალექსანდრე პაპაშვილი: ,,სარეზერვო თანხით შევიძენთ ოშორის წყლის გამანაწილებელს და რუსთაველებს სექტემბრამდე მოვუგვარებთ პრობლემას"
ასპინძაში გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა.
სოფელ რუსთავის მოსახლეობას ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე პასუხობს.
,,რუსთავის მოსახლეობას შევთავაზეთ ორი ვარიანტი, პირველი: ჩვენი სახსრებით შევიძენთ ოშორის წყლის გამანაწილებელს,
რომელიც სავარაუდოდ ხუთი–ექვსი ათასი ლარი დაჯდება და ეს თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
აღნიშნული გამანაწილებლით მოსახლეობას აგვისტოს ბოლოს თუ არა, მაქსიმუმ სექტემბრის დასაწყისში უკვე ჰქონდეს სასმელი წყალი,
ხოლო მეორე პროექტი, რომელსაც სავარაუდოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს,
ძირფესვიანად გაკეთდება, მომზადდება პროექტი და გაზაფხულიდან დაიწყება სოფელ რუსთავისთვის
სასმელი წყლის მიწოდებისთვის საჭირო სამუშაოები" – აცხადებს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.
აქციის მონაწილეები დაიშლნენ, თუმცა აცხადებენ, რომ დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციებს განაახლებენ.