სამცხე–ჯავახეთის მაცხოვრებელთა ნაწილს, 11 აგვისტოს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს 11:0-დან 18:00 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 712 აბონენტს ქ. ასპინძაში,
11:00-დან 15:30 საათამდე 902 აბონენტს ნინოწმინდის რაიონში სათხის გზაზე,
11:00-დან 14:30 საათამდე 1356 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფელ ღადოლარში,
12:10-დან 17:40 საათამდე 296 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში: წინუბანი, გურკელი, წრიოხი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.