წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ფილიალს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელმა ბორის სპანდერაშვილმა,
8 აგვისტოს, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
მოვალეობას აღნიშნულ პოსტზე ბაკურიანის სერვის–ცენტრის მენეჯერი ბესარიონ ფილაური ასრულებს,
რომელიც პარალელურად, 8 აგვისტომდე,სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ტექნიკური მენეჯერის პოსტსაც ითავსებდა.
რა გახდა წასვლის მიზეზი და სად გადაინაცვლა ყოფილმა ხელმძღვანელმა, კომპანიაში არ კონკრეტდება.