ახალი ხელმძღვანელი ახალციხის სერვის–ცენტრს
კიდევ ერთი ცვლილება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
ახალციხის სერვის–ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გიორგი გოგოლაური საქმიანობის შესრულებას
აგვისტოს თვიდან შეუდგა. აღნიშნული პოსტი ამ დრომდე ვაკანტური იყო.
შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ფილიალში მოვალეობის შემსრულებლად ფილიალის
ტექნიკური მენეჯერი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს ბაკურიანის სერვის–ცენტრის ხელმძღვანელის
პოსტსაც იკავებდა. ბესარიონ ფილაურმა ბორის სპანდერაშვილი, 2017 წლის 8 აგვისტოს ჩაანაცვლა.
ყოფილი ხელმძღვანელი რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელის თანამდებობაზე
2017 წლის თებერვლიდან აგვისტოს თვემდე მუშაობდა.