ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება
13:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება 1399 აბონენტს ქ. ბორჯომში რუსთაველის, გამარჯვების, ინაურის, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩებზე.
10:30-დან 18:00 საათამდე - 965 აბონენტს დაბა ადიგენში ზაზაშვილის, დევი ჩადუნელის, გოგებაშვილის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე და მუნიციპალიტეტის სოფლებში ლელოვანი, ყარათუბანი, იჯარეთი და მიმდებარე სოფლებში.
10:30-დან 18:30 საათამდე - 50 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფელ მოდეგამი.
14:00-დან 16:30 საათამდე - 1182 აბონენტს ნინოწმინდის სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, თორია, სათხა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.