ტურისტების ნაკადი პრაქტიკულად არ გაჩერებულა, თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, ის სისუსტეები, რა მიმართულებებზე მოგვიწევს აქცენტების გაკეთება,
- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს შეიკრიბნენ იმისთვის, რომ განიხილონ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგები, რომელიც არ დასრულებულა და ჯერ კიდევ გრძელდება.
"ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ უპრეცედენტოდ გრძელია ეს ტურისტული სეზონი. ტურისტების ნაკადი პრაქტიკულად, არ გაჩერებულა, თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, ის სისუსტეები, რა მიმართულებებზე მოგვიწევს აქცენტების გაკეთება. ზამთრის სეზონისთვის ჩვენ დიდწილად მზად ვართ. მომავალი ზაფხულის სეზონისთვის დღესვეა დასაწყები ანალიზი, თუ სად გვაქვს ნაკლოვანებები, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ეს არ არის მარტო ინფარსქტრუქტურა, ეს არის მომსახურების, ტრანსპორტის საკითხები.