30 ოქტომბრიდან ამინდი გაუარესდება
ხვალ, საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის უმეტეს რაიონში ამინდის გაუარესება 30 ოქტომბრისთვის არის ნავარაუდევი,
დაიკლებს ტემპერატურა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში.
"29 ოქტომბერს 21-26 გრადუსია ნავარაუდევი, 30 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაიკლებს.
ქვეყნის უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ზოგან ძლიერად, გაძლიერდება დასავლეთის ქარი. რაც შეეხება 31 ოქტომბრის პროგნოზს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს", - განაცხადეს საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში.