დეპუტატ მკოიანის ძმიშვილის და სამველ პეტროსიანის სასამართლო სხდომა თარჯიმნის არყოფნის გამო გადაიდო
17.07.2020
ახალციხის რაიონულ სასამართლოში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის სამველ პეტროსიანის და ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის 19 წლის ძმისშვილს არმენ მკოიანის საქმის განხილვა დაიწყო. სხდომა 17 ივლისს იყო ჩანიშნული, მასზე ორივე მხარე, მათ შორის ენზელ მკოიანიც იმყოფებოდა. თარჯიმნის არყოფნის გამო, წინასასამართლო სხდომა გადაიდო.
დღეს „მეცხრე არხთან“ ორივე მხარე ამტკიცებდა, რომ 26 მარტს, ახალქალაქის ცენტრში მომხდარ ინცინდენტში, უდანაშაულო იყო. მკოიანების ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ იარაღიდან გასროლა, უკიდურესი აუცილებლობით ახსნა, პეტროსიანმა კი ექსპერტიზის დასკვნები მოიშველია.
მმართველი პარტიის წევრის ძმიშვილ არმენ მკოიანსა და ოპოზიციონერ სამველ პეტროსიანს ბრალი ედებათ ხულიგნობასა და იარაღის უკანონო ტარებაში. 31 მარტს აღკვეთის ღონისძიებად ორივეს პატიმრობა შეეფარდა, 12 ივნისს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
შეგახსენებთ, რომ ინცინდენტი 26 მარტს, ახალქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა. ენზელ მკოიანი და სამველ პერტოსიანი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ორივე მხარის ხელში ცეცხლსასროლი იარაღი გამოჩნდა.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.