ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერის ლალი მაისურაძის წინააღმდეგ ა(ა)იპ–ი საქმის მოგებას მაღალ ინსტანციაში ეცდება. "ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს" – აცხადებს "მეცხრე არხთან" სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მენეჯერი მარინე ვარდიძე. ლალი მაისურაძეს კი კვლავ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბოლაჯურის ბაღის ყოფილმა მენეჯერმა ადიგენის ა(ა)იპ–ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ლალი მაისურაძე განაცდურის ანაზღაურებას, სამსახურში აღდგენასა და მისი გათავისუფლების შესახებ ოქმის გაუქმებას ითხოვდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მას
ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა. იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე მხარე გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებდა, ლალი მაისურაძე ბოლაჯურის საბავშო ბაღის მენეჯერის თანამდებობაზე 15 სექტემბრისთვის უნდა აღდგენილიყო.