როგორია ბორჯომში ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა
ბორჯომში მომხდარი ავარიისას დაშავებულ სამი პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ბორჯომის სამედიცინო ცენტრში tv9news.ge -ის განუცხადეს, ორი პირი საავადმყოფოში მცირე დაზიანებებით შეიყვანეს, ხოლო ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
"ერთი ქალი თვით დინებით შემოვიდა, ორი სასწრაფომ შემოიყვანა. მსუბუქი დაზიანებები აქვთ, თუმცა ჯერ სამედიცინო დახმარებას ვუწერთ და არ გაგვიწერია. ერთი კი საშუალო სიმძიმისაა და დაყოვნების ოთახში დაკვირვების ქვეშაა",- ამბობს ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ოლიკო ბუაჩიძე.
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, არდაგანის დასახლებაში მოხდა. შსს-მ მომხდარზე ძიება, სსკ-ს 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.