ახალციხის რაიონულ სასამართლოში დავით ახალკაცის პროცესი მიმდინარეობს
ამ წუთებში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში კოალიცია "ცვლილებებისათვის" წევრის, დავით ახალკაცის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც 20 დეკემბერს, ახალციხის ცენტრში საახალწლო კონცერტზე დააკავეს.
დავით ახალკაცს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე და 173-ე მუხლებით ედება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
სასამართლო სხდომაზე დღეს სავარაუდოდ ხუთი მოწმე დაიკითხება, მათ შორის სამართალდამცველებიც, მაგრამ არ დაიკითხება დაპირისპირებაში მონაწილე ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, რომელმა ახალკაცს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
დავით ახალკაცი ორ დღიანი პატიმრობის შემდეგ, მოსამართლე მაია ჯავახიშვილმა, სასამართლო დარბაზიდან, გუშინ 22 დეკემბერს გაათავისუფლა.