ახალციხის მერიამ ვეტერანების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
02.02.2017
ახალციხის მერიამ ვეტერანების წინააღმდეგ რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ქალაქის თვითმმართველობა პეტრე იბერის #17–ში მდებარე შენობაში უკანონოდ შეჭრილი ოჯახების გამოსახლებას ითხოვს. მიიღებს თუ არა მართლმსაჯულების ორგანო სამოქალაქო სარჩელს წარმოებაში, სასამართლო მერიას 14 დღის ვადაში აცნობებს.
ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა სოციალურად დაუცველთა და ვეტერანთა ათმა ოჯახმა 2016 წლის სექტემბერში უკანონოდ დაიკავა. შენობის მესაკუთრე ქალაქის მერიაა, რომელმაც ობიექტი "სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს" უზურფრუქტის წესით 2014 წლის 4 ივნისს გადასცა. სააგენტოს შენობაში საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი.
უკანონოდ შეჭრილი ოჯახების გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა "სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტომაც". თუმცა, მართლმსაჯულების ორგანომ საქმე წარმოებაში არ მიიღო, რადგან არ ჩანდა მესაკუთრის, ანუ ახალციხის მერიის პოზიცია. სარჩელის განხილვის შემთხვევაში, სააგენტო პროცესში სავარაუდოდ, მესამე პირად ჩაერთვება.
ახალციხის მერიამ სასამართლოში სარჩელი 1 თებერვალს შეიტანა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.