"ლენდოს" ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
შსს–მ "ლენდოს" ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
სწრაფი სესხის ფილიალი 16 თებერვალს, დაახლოებით 17:30 საათზე დააყაჩაღეს. "მეცხრე არხის" ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლებს პიროვნებამ ხელყუმბარის მუქარით თანხა გამოძალა და მიიმალა.