მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, არმენ მარკარიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცხრა წელს გაატარებს.
მსჯავრდებულის ადვოკატები რაიონული სასამართლოს განაჩენს მეორე ინსტანციაში გასაჩივრებენ.
არმენ მარკარიანის საქმეს სასამართლო ცხრა თვის განმავლობაში განიხილავდა. გამოძიების თანახმად, ნინოწმინდაში, 2016 წლის 6 ივნისს მარკარიანს მეგობართან, არშალუის სანოსიანთან კამათი მოუვიდა. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მარკარიანის ჩვენების მიხედვით, სანოსიანმა მას სახეში ხელი დაარტყა, შემდეგ კი დანა მოუქნია. ბრალდებულმა მეგობარს ცივი იარაღი წაართვა და გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მარკარიანმა სანოსიანი ნინოწმინდის საავადმყოფოში, გარდაცვლილის კუთვნილი ავტომობილით გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს.
"სანოსიანი ჩემი მეგობარი იყო. მე არ მინდოდა მისი მოკვლა, მხოლოდ თავს ვიცავდი. სამწუხაროდ ასე მოხდა. როგორც კანონი გადაწყვეტს ისე იყოს" - განაცხადა არმენ მარკარიანმა თავის საბოლოო სიტყვაში.
არმენ მარკარიანი სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სსკ–ის 108–ე, განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, არმენ მარკარიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცხრა წელს გაატარებს.
ბრალდებულის ადვოკატები რაიონული სასამართლოს განაჩენს მეორე ინსტანციაში გასაჩივრებენ.
არმენ მარკარიანის საქმეს სასამართლო ცხრა თვის განმავლობაში განიხილავდა. გამოძიების თანახმად, ნინოწმინდაში, 2016 წლის 6 ივნისს მარკარიანს მეგობართან, არშალუის სანოსიანთან კამათი მოუვიდა. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც სანოსიანმა მარკარიანს სახეში ხელი დაარტყა, შემდეგ კი დანა მოუქნია. ბრალდებულმა მეგობარს ცივი იარაღი წაართვა და გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მარკარიანმა სანოსიანი ნინოწმინდის საავადმყოფოში, გარდაცვლილის კუთვნილი ავტომობილით გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს.
არმენ მარკარიანი სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სსკ–ის 108–ე, განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.