მეუფე თეოდორე ე.წ "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით დაიკითხა
პასუხი გავეცი ყველა საინტერესო კითხვას, რომელიც ჰქონდა პროკურტურას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე თეოდორე ჭუაძემ განუცხადა, რომელიც ე.წ. "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით დაიკითხა.
მისი თქმით, რა ინფორმაციაც ჰქონდა, ის ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს.
"მე ვუპასუხე ყველა საინტერესო კითხვას, რომელიც ჰქონდა პროკურატურას. რა ინფორმაციაც მქონდა, ის ინფორმაცია მივაწოდე. ჩემი დაკითხვა უკავშირდება ალბათ იმას, რომ გერმანიაშიც ვახლდი პატრიარქს. ალბათ იმასაც, რომ მქონდა სამსახურეობრივი ურთიერთობა მამაოსთან (მამა გიორგი მამალაძე)", - განაცხადა ქორეპისკოპოსმა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"