სოფელ რუსთავთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები კვლავ საავადმყოფოებში რჩებიან.
როგორც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, მათთან მყოფ მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობები აქვს, დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის და მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება ორ მათგანს – დაშავებულები მკურნალობას თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში გადიან. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, მათი მდგომარეობა მძიმეა. ისინი კატასტროფის სამსახურმა დედაქალაქში გუშინვე გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევა
7 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ რუსთავთან მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და მდინარის ნაპირთან, წყალში ჩავარდა.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.