ახალციხეში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი მარკის ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მწვანე ფერის "ნისან მიკრა" მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და შემხვედრ ვერცხლისფერ "ტოიოტა რაქტისს" შეეჯახა.
დაშავებულია ორი პიროვნება. ერთი მათგანი კლინიკა "იმედშია" გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მეორე პიროვნება, რომელიც შედარებით მსუბუქად დაშავდა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.