ახალციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოპერაცია მას კლინიკა "იმედში"
უტარდებოდა. 32 წლის მამაკაცის გადარჩენას ექიმები, დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მისი თბილისში გადაყვანა ვერ მოხერხდა, რადგან მედიკოსები სისხლდენას ვერ უჩერებდნენ.
გარდაცვლილს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მეორე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, მას სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნება.
ავტოსაგზაო შემთხვევა 13 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე
მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი "ნისან მიკრა" თამარაშვილის ქუჩაზე "ტოიოტა რაქტისს" შეეჯახა. დაშავდა მხოლოდ "ნისან მიკრაში" მსხდომი ორი მამაკაცი.