ახალქალაქში, ხიდის ქვეშ გოგონას ცხედარი იპოვეს
დღეს, 29 მაისს, დაახლოებით 17:00 საათისთვის, მეთევზეებმა ხიდის ,,თუმას"–ის ქვეშ გოგონას ცხედარი იპოვეს.
მათ პოლიცია მაშინვე გამოიძახეს, ხოლო ექსპერტების მისვლამდე ცხედარს ხელი არ ახლეს.
ხიდთან შეკრებილი მოსახლეობის ინფორმაციით, გოგონა, რომელიც დაახლოებით 20 წლის არის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, რის გამოც ოჯახის წევრებმა დასახმარებლად პოლიციას მიმართეს.
ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "jnews"-ი ავრცელებს.
ტელეკომპანია "მეცხრე არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე ძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
"წინაწარი დათვალიერებით გოგონას ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა" - აცხადებენ უწყებაში.
ხიდის სიმაღლე, რომლის ქვეშაც გოგონა იპოვეს, დაახლოებით 41 მეტრია.