ახალქალაქში, გოგონას გარდაცვალების საქმეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო სსსკ–ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.
უწყების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით გოგონას სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ცხედარი მეთევზეებმა ხიდის ქვეშ გუშინ, დაახლოებით
17:00 საათზე იპოვეს. მათვე გამოიძახეს სამართალდამცველები.
გოგონა წარმოშობით სოფელ კულიკამიდან არის, თუმცა ოჯახი ახალქალაქში ცხოვრობს. 20 წლის ა.უ-ს ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა. მათ დასახმარებლად პოლიციასაც მიმართეს.
ხიდი, რომლიც ქვეშაც გოგონა იპოვეს, ახალქალაქს მიმდებარე სოფლებთან აკავშირებს. მისი სიმაღლე დაახლოებით 41 მეტრია.