სამცხე–ჯავახეთის რეგიონული პოლიციის სამმართველოს უფროსი ავთანდილ გალდავაა
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
შსს-ოს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უკვე შერჩეულია. რეგიონის პირველ პოლიციელად ავთანდილ გალდავა დაინიშნა.
შსს-ში ამბობენ, რომ გალდავა სამცხე-ჯავახეთში ვაკე-საბურთალოს სამმართველოდან, როტაციით გადმოიყვანეს.
სამცხე-ჯავახეთში აღნიშნული პოზიცია თეიმურაზ კალანდაძეს 2013 წლის 26 ნოემბრიდან ეკავა. მან პოსტი ორი კვირის წინ, 2 აგვისტოს დატოვა. იგი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დირექტორად დანიშნეს.