თბილისში დასრულდა კონტრტერორისტული ოპერაცია, რომელმაც ერთი სპეცრაზმელის სიცოცხლე შეიწირა. სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისის
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მყოფ პირთა დასაკავებლად. ოპერაციის დასრულებამდე გავრცელდა ცნობა ერთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.
ოპერაცია, რომელიც თითქმის 20 საათი გაგრძელდა, ჩაატარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
ოპერაციის ადგილიდან ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. არაოფიციალური ინფორმაციით, პირები, რომელთა დასაკავებლადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ისინი ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილნი.
ოპერაციის დაწყებამდე განხორციელდა კორპუსის მცხოვრებთა ევაკუაცია. კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა სპეცრაზმელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინგოროყვას კლინიკის ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ჰქონდა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და სისხლდენით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.