ახალქალაქის მერიასთან, საპროტესტო აქციას სოფელ ტურცხის მოსახლეობა მართავს. 70-მდე ადგილობრივი სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას მოითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების უყურადღებობისა და უწყლოობის გამო რამდენიმე დღის წინ წყალსაცავში 10 კილომდე თევზი დაიხოცა, რომელიც მათი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო.
,,ტურცხში არც სასმელი და არც სარწყავი წყალი გვაქვს, ბიუჯეტიდან ფული იხარჯება და ჩვენთან არაფერი კეთდება. მოვითხოვთ ჩატარდეს კვლევა, რომ გაირკვეს, სად გაქრა ბიუჯეტის ფული, რომელიც სოფელში წყლის პრობლემის მოგვარებას უნდა მოხმარებოდა" - ამბობს გაგიკ ალბერტიანი. აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, საკრებულოს დეპუტატი და მელიორაციის სამსახურის თანამშრომლები შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოიკვლევენ და შეისწავლიან შექმნილ ვითარებას, ასევე იმ ფაქტს, რატომ დარჩა ამ დრომდე სოფელი ტურცხი უწყლოდ. თავდაპირველად, ხელისუფლების წარმომადგენლებს აქციის მონაწილეებთან შეხვედრა მედიის წარმომადგენლების გარეშე სურდათ, რასაც მოსახლეობა არ დათანხმდა.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და კონკრეტულ ვადებში პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.
სოფელ ტურცხში შექმნილ ვითარებას აფასებს არსენ კარაპეტიანი. ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ჯავახეთში მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირთა მთავარი პრობლემა - გულგრილობაა. სწორედ ამიტომ, არამარტო ტურცხში, არამედ ჯავახეთის სოფლების უმეტეს ნაწილში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემებია - აცხადებს არსენ კარაპეტიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.