საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, 21 ივნისს სინოდის კრებას გამართავს.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა „ინტერპრესნიუსთან“ იმ საკითხებზე ისაუბრობა, რომლებიც შესაძლოა, წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილონ.
მეუფე ნიკოლოზის განცხადცებით, განსახილველი საკითხები წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მღვდელმთავრებისთვის წინასწარ არ არის ცნობილი, თუმცა იგი არ გამოიცხავს, რომ ერთ–ერთ საკითხად სხდომაზე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის გაცნობა იყოს. ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი სხვა ადგილობრივ ეკლესიათა შორის, ე.წ. დიპტიხში. მეუფე ნიკოლოზის თქმით, მსოფლიო საპატრიარქოს ორი მიტროპოლიტის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის დროს ეს საკითხიც დაისვა.
„ახლახანს მსოფლიო საპატრიარქოს ორი მიტროპოლიტი იყო ჩამობრძანებული. მათ განაცხადეს, რომ მსოფლიო პატრიარქთან იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი. მოგეხსენებათ, უკრაინა უკვე 25 წელია ითხოვს ეკლესიის ავტოკეფალიას. პატრიარქთან შეხვედრაზე ამ საკითხზე იყო საუბარი. ჩვენ მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მსოფლიო საპატრიარქოში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებისგან მიღებული ამ ინფორმაციის გაცნობა მოხდება. ეს არის საკითხი, რომელიც ღრმად შესწავლას საჭიროებს და არავითარი გადაწყვეტილება ჩვენი ეკლესიის მხრიდან არ იქნება მიღებული", – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
„მამა გიორგის დეკანოზის წოდება შენარჩუნებული აქვს. ჩვენ ველოდებით სასამართლოს საბოლოო შედეგებს, რადგან პროცედურები საბოლოოდ დასრულებული არ არის. რაც შეეხება მისი ზიარების საკითხს, ეს არ არის საკითხი, რომელსაც ეკლესია განიხილავს. მას ჰყავს პირადი მოძღვარი. მისი მოძღვარია მეუფე დიმიტრი. მან, რაღაც მოსაზრებებით, საჭიროდ ჩათვალა, რომ დროებით შეჩერებული აქვს ზიარება. ეს საკითხი მამა გიორგის და მისი მოძღვრის განსახილველია და მათ შორის გვარდება. ეკლესიას არავითარი ოფიციალური გადაწყვეტილება, არავითარი დადგენილება, რომ მამა გიორგის ზიარება აეკრძალოს, არ მიუღია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.