ახალციხეში სომხურმა თემმა „ბროწეულის კურთხევის“ დღე აღნიშნა (ვიდეო)
31.12.2019
პირველ იანვარს სომხური სამოციქულო ეკლესია „ბროწეულის კურთევის“ დღესასწაულს აღნიშნავს, რაც „სიცოცხლეს“ ნიშნავს. თარიღი სომხეთის კათალიკოსის, გარეგინ მეორის ხელმძღვანელობით და კურთხევით ექვსი წლის წინ დაწესდა.
საზეიმო წირვა ახალციხის გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში 31 დეკემბერს, შუა ღამით იწყება. ღამის პირველ საათზე მრევლი და სასულიერო პირები ჯერ ბროწეულს აკურთხებენ, შემდეგ კი „მადლიერების წირვას“ აღასრულებენ. "ჩვენს ტრადიციაში არის ისტორია ბროწეულთან დაკავშირებით, როცა სომეხთა გენოციდის დროს ჩვენი ხალხი უდაბნოში, სხვადასხვა მიმართულებით იყო გახიზნული. ერთი ქალი იყო, ვისაც პატარა ბავშვი ჰყავდა კალთაში. მას ჰქონდა მხოლოდ ერთი ბროწეული და მთელი წლის მანძილზე, სანამ უდაბნოდან გამოვიდოდა, ყოველ დღე ერთ მარცვალ ბროწეულს აჭმევდა საკუთარ შვილს, რათა არ მომკვდარიყო. როცა დასრულდა უკანასკნელი მარცვალი, ქალი გამოვიდა უდაბნოდან. ამ ისტორიამ ჩვენამდეც მოაღწია და ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ ამ დღეს ახალ წელთან ერთად აღვნიშნოთ „ბროწეულის კურთხევაც.
ამ საღამოს, გარდა „ბროწეულის კურთხევისა“, ტარდება „მადლიერების წირვა“. მადლობას ვუხდით უფალს სიცოცხლისთვის და ძალას ვითხოვთ, რომ ეს ახალი წელი ჯანმრთელი სულით და სხეულით ვიცხოვროთ.
ახალციხის სომხური თემი ახალ წელს სახლებში შეხვდება, შემდეგ კი წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ეკლესიაში გადაინაცვლებს.
ვავედრებთ უფალს ჩვენი ერს, ეკლესიის და რა თქმა უნდა, ქართველი ერის დაცვას, ვისთანაც როგორც ქრისტიანი, ერთ ჭერ ქვეშ ვცხოვრობთ. ყველას ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ მშვიდობას, სიყვარულს ყველას ოჯახებში, გულებსა და სულებში. ვიყოთ კაცთმოყვარე, კეთილი, კურთხეული როგორც უფალია და რაც მთავარია, ვიყოთ კარგი ადამიანი, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, დავეხმაროთ და განსადელში არასოდეს არ მივატოვოთ“, - ასე დალოცა საქართველოს მოსახლეობა მღვდელმა თორგომმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.