სახალხო დამცველი სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს სურბ სარქისის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს სახალხო დამცველი სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს სურბ სარქისის ხსენების დღეს ულოცავს.
"სომეხი ხალხისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წმინდანის ხსოვნის დღესასწაული გამორჩეულად მდიდარი ხალხური წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებითაც აღინიშნება. ამ საეკლესიო და ასევე სახალხო-საოჯახო დღესასწაულზე, სახალხო დამცველი სომეხ თანამოქალაქეებს სიკეთეს, მხნეობასა და მშვიდობას უსურვებს", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი დღესასწაულს ყოველთვის თებერვლის თვეში აღნიშნავს. წელს "სურბ სარქისი" 5 თებერვალს დაიწყო და დღეს,11 თებერვალს სრულდება.