საქართველოს პატრიარქს, ბერლინის კლინიკაში, ოპერაცია უტარდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ოპერაცია ბერლინის კლინიკაში დაიწყო.
როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მამა ნიკოლოზმა ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, გერმანელი ექიმების თქმით, პატრიარქის მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.
წყარო: ინტერპრესნიუსი.