სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი უფლის აღდგომის დღესასწაულს მიეგება
15.04.2017
სომხური სამოციქულო ეკლესია უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეგება.
ახალციხის წმინდა გრიგორ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგია შესრულდა. წირვის ბოლოს ტაძრის წინამძღვარმა მრევლს მაცხოვრის აღდგომა ახარა.
დღესვე მღვდელმსახურებმა ყველაზე მნიშვნელოვანი – ცეცხლის კურთხევის რიტუალი ჩაატარეს. გადმოცემის მიხედვით, ეს ადამიანებისათვის ქრისტეს მიერ მიცემულ სინათლეს გამოხატავს. საკურთხევლიდან გამობრძანებული ცეცხლი მორწმუნეებმა სახლებში წაიღეს. მათ სჯერათ, რომ ცეცხლთან ერთად ოჯახებში სინათლე და სიკეთე შეიტანეს.
სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აღდგომა ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველია. მათი აზრით, ქრისტეს დაბადებამ, ჯვარცმამ და მკვდრეთით აღდგომამ, ადამიანების ცხოვრებას აზრი მისცა.
ქრისტე აღსდგა! ასე ესალმებიან ერთმანეთს მორწმუნეები ამაღლების დღესასწაულამდე და განკაცებული და ჯვარცმული უფლის აღდგომით ხარობენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.