მუსლიმი მრევლი რამაზან ბაირამს აღნიშნავს.
მუსლიმი მრევლი დღეს რელიგიურ დღესასწაულს რამაზან ბაირამს აღნიშნავს.
დღესასწაულამდე მორწმუნეები ერთთვიან მძიმე მარხვას ინახავდნენ, რომლის დროსაც მათ მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღება ეკრძალებოდათ.
ისლამის მიხედვით ღმერთმა რამაზანის თვეს უმნიშვნელოვანესი მისია დააკისრა – კაცობრიობისათვის ბოძებული ყველა ზეციური წიგნი სწორედ რამაზანის თვეშია წარმოგზავნილი. აბრაამის "წერილები" რამაზანის თვის პირველ ღამეს არის მოვლინებული, "თოვრათი" – ექვსი დღის შემდგომ ანუ რამაზანის თვის მეშვიდე დღეს. "სახარება" (ინჯილ) – რამაზანის თვის მე-13-ე დღეს, "დავითნი" ("ზაბურ") რამაზანის თვის მე-12 დღეს. უკანასკნელი ზეციური წიგნი "ყურანი", ამ თვის პირველ პარასკევ დღეს იქნა წარმოვლენილი. ისლამური რელიგიის მიხედვით, ღმერთმა სამყარო რამაზანის თვეში შექმნა და განკითხვის დღეც რამაზანის თვის პირველ პარასკევს იქნება. ეს თვე ღრმა სიბრძნითა და სრულყოფილებითაა გამორჩეული , სწორედ ამიტომ ის დანარჩენი თერთმეტი თვის გვირგვინად არის წოდებული.
რამაზანის დასასრულს კი მუსლიმები მართავენ დღესასწაულს, რომელსაც გახსნილების, მარხვის დასრულების დღესასწაული ეწოდება. ბაირამი სამ დღეს გრძელდება, რა დროსაც მორწმუნეები წინაპრების საფლავებს მოინახულებენ,სარიტუალო ლოცვას აღავლენენ; ცდილობენ გასცენ მოწყალება.
რამაზან–ბაირამი მოძრავი დღესასწაულია და მთვარის კალენდრის მიხედვით გამოითვლება.