რაბათის წმ.მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში, 1–ლიდან 7 ოქტომბრამდე, აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები იქნება დაბრძანებული.
ღვთისმშობლის კვირეულთან დაკავშირებით, ეპარქიის სასულიერო პირების მიერ, საკათედრო ტაძარში ყოველ დღე გაიმართება წირვა. 7 ოქტომბერს კი ხატებს, ასევე ერთი კვირით, ასპინძაში გადააბრძანებენ. როგორც ხატების მოგზაურობის ორგანიზატორი მამა ზაქარია ,,მეცხრე არხთან" განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორის ლოცვა–კურთხევით, 10–17 მაისი ღვთისმშობლის კვირეულად გამოცხადდა და მეხუთე წელია აღინიშნება.
,,აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, აწყურის ღვთისმშობლის ხატი მოგზაურობს ქვეყანაში. როგორც წესი, შემოდის აჭარიდან სამცხე–ჯავახეთში და მერე დანარჩენ საქართველოში. 17 მაისს, ფეხით მოეწყო მსვლელობა სვეტიცხოვლიდან სამებამდე, ხოლო რეგიონების შემოვლა ხატმა 28 მაისიდან დაიწყო".![](/images/temp/2017/10/02/faf499d1b8f79a7c6ae414e525e5794e.jpg)
ასევე უწმინდესის ლოცვა–კურთხევით, წელს ხატმა საქართველოს შემოვლა სასაზღვრო რეგიონებით, კერძოდ, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიიდან დაიწყო. ხატების მოგზაურობა 2018 წლის 14 ოქტომბერს დასრულდება. ხატი შემოივლის ყველა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტს და თითოეულ ადგილას დარჩება ერთი კვირის განმავლობაში.
![](/images/temp/2017/10/02/c112b8d93597f39f13a637da815bb68e.jpg)
მამა ზაქარიას განმარტებით, ხატების მოგზაურობა საქართველოში სამ საკითხს ეძღვნება. 2017 წელი – ეს არის საქართველოს ეკლესიის შეჩერებული მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავი და არა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან, როგორც ამას ხშირად უწოდებენ, ამავე დროს, უწმინდესის პატრიარქად დადგინებიდან 40 წლისთავი, ასევე პატრირქის დაბადებიდან 85 წლისთავი და შესაბამისად, 2017 წელი საიუბილეო წლად არის გამოცხადებული.
ხატები ახალციხეში ადიგენიდან გადმოაბრძანეს, ხოლო 14 ოქტომბერს ორივე ხატის მოგზაურობა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში გაგრძელდება.