"ოცნების" დეპუტატი უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება და კომისიას მითითებებს აძლევს - ენმ
31.10.2020
N29–ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლებსა და საკრებულოს დეპუტატს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი კომისიის წევრებს მითითებებს აძლევდა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.
"ენმ"– ს წარმომადგენელი, ივერი ბალახაშვილი ჰყვება რომ მას შემდეგ, რაც ამბარცუმ ბაბოიანის საქმიანობა გააპროტესტეს, დეპუტატმა მათ სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა. "უბანზე მოქმედი საკრებულოს დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი, ე.წ არასამთავრობოდან, არის მმართველად მოვლენილი, ის აძლევს ინსტრუქციებს კომისიის წევრებს და პარალელურ რეჟიმში აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ჩვენს წარმომადგენლებს, რომ ასე არ უნდა მოიქცეთ კაცები, საჩივარი რა კაცის საქმეა და მსგავსი ქუჩური გარჩევებით", – აცხადებს ბალახაშვილი.
პროვოკაციაზე საუბრობს თავად ამბარცუმ ბაბოიანი, მისი თქმით N29–ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შეგნებულად ამწვავებენ სიტუაციას.
"ნაცმოძრაობის წარმომადგენლები სპეციალურად ძაბავენ სიტუაციას, რომ ჩხუბი იყოს, არეულობა იყოს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩაიშალოს არჩევნები, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ, თუ რამეში მადანაშაულებენ ფაქტები დამიდონ".
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.