2017 წლის სექტემბრის თვეში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 4,560,667.75 ლარი შეადგინა.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შემოწირულებამ სექტემბერში 4 033 485 ლარი შეადგინა.
მმართველმა პარტიამ ფულადი შემოწირულება 19 იურიდიული პირისგან 1 398 760 ლარი მიიღო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, "ევროპული საქართველოს" შემოწირულობა შეადგენს 335 964 ლარს,
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" – 36 136 ლარია,
"პატრიოთა ალიანსის" – 29 882 ლარი,
"სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" – 29 300 ლარი,
"ეროვნული ფორუმის" – 23 270 ლარი,
"დემოკრატიული მოძრაობის" – 17 098 ლარი,
"ახალი პოლიტიკურ ცენტრი - გირჩის" – 7 400 ლარი.
დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის შემოწირულებები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
გულო ზუმბაძე - 15 500 ლარი,
ალექსანდრე ელისაშვილი - 15 146 ლარი,
კონსტანტინე შარაშენიძე - 7 300 ლარი,
ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი - 1 830 ლარი. ჯამში თვის განმავლობაში განხორციელებული შემოწირულებებიდან მნიშვნელოვანი წილი უკავია იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ შემოწირულებებს (1,403,751 ლარი), რომელიც ძირითადად "ქართული ოცნებ"-ის მიერ იქნა მიღებული, მაგრამ სხვა 4 სუბიექტზეც ნაწილდება.
აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს როგორც ფულად და არაფულად შემოწირულებებს, ასევე საწევრო შენატანებს.