ნაზიკო ჯინჭველაძე დამსახურებული პედაგოგობისთვის დაჯილდოვდა (ვიდეო)
10.08.2019
მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგს მასწავლებლის დამსახურებული ჯილდო გადაეცა.
დაჯილდოვებული პედაგოგის თქმით, მთელი ცხოვრება იმის მცდელობას შეალია, რომ ბავშვებისთვის მათემატიკური აზროვნება ესწავლებინა.
,,განათლების სამინისტროს მიერ მე-5 სკოლის პედაგოგისთვის გადაცემული ჯილდო, მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია, ნაზიკო ჯინჭველაძის 46 წლიანი გამოცდილება დღეს კიდევ ერთხელ დაფასდა" - აღნიშნავენ პედაგოგები.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, დამსახურებული მასწავლებლებისთვის ჯილდო დაწესდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ,,ასწავლე საქართველოსთვის" მენეჯერის ლალი წიკლაურის განმარტებით, ასეთ პედაგოგებს დიპლომი და ცენტრის ლოგოთი სამკერდე ნიშანი გადაეცემათ იმ დამსახურებისთვის, რაც წლების განმავლობაში მასწავლებელმა იშრომა, თავის საქმეს ემსახურება და სხვა მასწავლებლებისგან გამორჩეული იყო.
,,რესურსცენტრებმა დაასახელეს გამორჩეული მასწავლებლები დამსახურებიდან გამომდინარე და ჩვენ დავაჯილდოვეთ ასეთი მასწავლებლები. ყველა მუნიციპალიტეტში თითო პედაგოგი" - აღნიშნავს ლალი წიკლაური.
მასწავლებლის დამსახურებული ჯილდოს გაცემის ტრადიციას წელს ჩაეყარა საფუძველი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.