მოზარდზე ძალადობა თუ მასწავლებლის მიერ უფლებამოსილების გადამეტება?
მოზარდზე ძალადობა თუ მასწავლებლის მიერ უფლებამოსილების გადამეტება?
– სოფელ დიდი სმადის სკოლაში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა მოსწავლეები და მშობლები ირწმუნებიან, რომ ისტორიის პედაგოგმა, სპარტაკ ტაბატაძემ, მე–7 კლასის მოსწავლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი დირექტორთან ერთად დააშინა, რომ აღნიშნულის შესახებ ოჯახში არაფერი ეთქვა. მოზარდი ამბობს, რომ ინციდენტის დროს მასწავლებელმა ხელი ჯიბისკენ წაიღო, სადაც დანა ედო.
შემთხვევა 2016 წლის 12 დეკემბერს მოხდა. ინციდენტს არ უარყოფენ სკოლის დირექტორი და მასწავლებელი. მომხდარს კატეგორიულად უარყოფს მასწავლებელი, თუმცა აღიარებს, რომ მოსწავლეს უხეშად მიმართა.
"მეცხრე არხი" რეპორტაჟს სმადის სკოლაში მომხდარი ფაქტების შესახებ მალე შემოგთავაზებთ.