ჟვანიას სკოლა დედაენის კვირეულს ახალციხიდან იწყებს
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, დედა ენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში დედაენის კვირეულს მართავს.
ღონისძიება ახალციხიდან დაიწყება.
შეხვედრა გამგეობის შენობაში 11:00 საათზეა დაგეგმილი. კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება ახალქალაქსა და ნინოწმინდაშიც.
დედაენის დღეები იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების კითხვას მიეძღვნება. ღონისძიებას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.