ახალციხის ციხეზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მასშტაბური და ტრადიციული ღონისძიებების გარეშე აღნიშნეს. ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ „მრავალჟამიერი“ და რამდენიმე ხალხური სიმღერა შეასრულა. ღონისძიებას ახალციხის მერი მოადგილეებთან ერთად და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდა.