"მათრობს და მხიბლავს" – მესხეთის თეატრის მორიგი პრემიერა
მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართება.
ავთო ვარსიმაშვილის კომედიას "მათრობს და მხიბლავს", თეატრალური დასი მაყურებელს დღეს, 11 მაისს 19:00 საათზე შესთავაზებს.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი კახა გოგიძეა.
პრემიერა მესხეთის თეატრმა ქალაქ ახალციხის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.
სპექტაკლში საქართველოს დამსახურებული არტისტი ლია სულუაშვილი, მსახიობები: მანანა ბერიძე, ლია გოგიძე და მანუჩარ გოგოლაური მონაწილეობენ. ფილეთის ფასი 4 ლარია.