18 მაისს ახალციხე ერისიონს მასპინძლობს
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა "ერისიონმა" საქართველოს რეგიონებში ტრადიციული ტურნე დაიწყო.
ქუთაისის შემდეგ ახალციხე მეორე ქალაქია, სადაც ანსამბლი რეგიონების მასშტაბით წელს კონცერტს ატარებს.
ახალციხელი მაყურებლის წინაშე "ერისიონი" განახლებული მუსიკალური შოუ-პროგრამით წარსდგება. მესხეთის დრამატულ თეატრში ანსამბლ "ერისიონის" კონცერტი 18 მაისს 19:00 სთ-ზე გაიმართება. "ერისიონის" კონცერტი ახალციხეში, სიმბოლურად, ანსამბლის მთავარი დირიჟორის ჯემალ ჭკუასელის 83-ე წლის იუბილეს ეძღვნება.
ანსამბლი "ერისიონი" საქართველოს რეგიონების მასშტაბით კონცერტებს, ქუთაისისა და ახალციხის შემდეგ ბათუმში, ვანში და ბოლოს თბილისში გამართავს.
ანსამბლი კონცერტებს 4 ივნისს ჯანო კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში დაასრულებს.