მესხეთის თეატრი მაყურებელს მორიგ პრემიერას სთავაზობს
23 მაისს მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ერთგულ მაყურებელს მორიგ პრემიერას შესთავაზებს.
თეატრალური დასი ადგილობრივებს, სპექტაკლს "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" წარუდგენს.
რაფიელ ერისთავის ნაწარმოები, მესხეთის თეატრის სცენაზე, პირველად 25 წლის წინ რეჟისორმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ დადგა. თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლი, მაყურებლის თხოვნით, რეჟისორმა კახა გოგიძემ აღადგინა და ნუგზარ ლორთქიფანიძის ხსოვნას მიუძღვნა.
პრემიერაზე დასწრება მაყურებელს 23 მაისის გარდა 24 მაისსაც შეეძლება. სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 4 ლარია.
პრემიერა ქალაქ ახალციხის მერიის დაფინანსებით მომზადდა.