კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს "ლიკანის პარკს" ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა
- ამის შესახებ ინფორმაციას
საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პარკში მდებარე კომპლექსი რეაბილიტირდება და ქვეყნის წარმოსაჩენად ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული მიმართულება იქნება.
"ამ მიმართულებით უკვე გაკეთებულია ბევრი რამ, თუმცა ვფიქრობ, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში გადაყვანით ჩვენ კიდევ უფრო გავამყარებთ პარკის სტატუსსაც. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ლიკან-ბორჯომის ეკონომიკური განვითარებისა და იქ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ლიკანის პარკი, მასში განთავსებული ნაგებობებით საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი კომპლექსია, რომელსაც ისტორიული, არქიტექტურული და მემორიალური ღირებულება აქვს.