რეგიონი
შეთავაზება ხელისუფლებას - ვარძიის კოტეჯები კარანტინისთვის
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მზადაა, ვარძიის კოტეჯები კარანტინისთვის სახელმწიფოს დაუთმოს. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ფეისბუკზე დაწერა.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო, ვარძიაში ფლობს კეთილმოწყობილ კოტეჯებს. გამოვთქვამთ მზადყოფნას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დადავუთმოთ 3 კოტეჯი მოქალაქეთა თვითიზოლაციისთვის“.
ამ დროისთვის, სამცხე-ჯავახეთში ერთი საკარანტინე ზონაა მოწყობილი. იზოლაციის საჭიროების მქონე პირებს აბასთუმანში, ფილტვის ცენტრში ათავსებენ.
Տարածեք :