რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიას დაარტყეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 24 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 2 თვის ბავშვია.
ფედოროვის განცხადებით, გამთენიისას ზაპოროჟიეში ოთხი აფეთქების ხმა გაისმა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 4 მაშველია. დაზიანებულია რამდენიმე საცხობრებელი სახლი და სხვა შენობა.