უკრაინაში ომი შესაძლოა მომდევნო კვირას დასრულდეს - The Hill
უკრაინაში ომი შესაძლოა მომდევნო კვირას დასრულდეს, - განცხადებას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს და არგუმენტად თეთრი სახლის პრესსპიკერის ციტატა მოჰყავს.
კაროლინა ლევიტი ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებში დარწმუნებულია და მეტიც - 47 პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ომს, რომელიც 3 წელია გრძელდება, მომდევნო კვირის ბოლომდე დაასრულებს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იგი ხელისუფლებაში ყოფნას დიდხანს არ აპირებს და ამატებს, რომ მზად არის, მშვიდობის ან უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, თანამდებობიდან გადადგეს:
„მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო, თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს. ან გავცვალო თანამდებობა NATO-ს წევრობაზე, ძალაუფლებაში ათწლეულის მანძილზე ყოფნას არ ვაპირებ" - თქვა მან.
ამასთანავე, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ "ეს არ არის მოლაპარაკებების მაგიდა, სადაც უკრაინას იწვევენ, ეს ჩვენი მაგიდაა, სადაც ჩვენ ვიწვევთ. უკრაინა, ევროპა, აშშ და რუსეთი: ეს უნდა იყოს მოლაპარაკებებზე მონაწილე მხარეების სია".
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი მიიჩნევს, რომ ომის დასრულება ერთ კვირაში შეუძლებელია, რადგან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ განიხილება და ამ საკითხზე კონკრეტული შეხვედრები არ ყოფილა.
„ამ კვირაში ომის დასრულება შეუძლებელია უკრაინისთვის [უსაფრთხოების] გარანტიებით. ყოველ შემთხვევაში, გულწრფელად არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს დღეს გაკეთდეს ჩვენთან შეხვედრების გარეშე”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, მანამდე თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ შეუძლია მოსკოვთან შეთანხმება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მომავალ კვირაში.