5 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 7 საათისათვის, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალაში, ადგილობრივი თეიმურაზ გოგიშვილის კუთვნილი
ავტომანქანა სამარკო ნიშნით ,,Opel Corsa" დაიწვა.
შსს–ს ინფორმაციით, ავტომობილის მფლობელი მის შეკეთებას ცდილობდა, როდესაც მანქანას ცეცხლი გაჩნდა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 187–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. თეიმურაზ გოგიშვილი ,,ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს" მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატია იდუმალის თემში.
![](/images/temp/2017/10/05/5a276a565859501c4b16f448bf28c903.jpg)